როგორ მდგომარეობაშია კადიროვი – უკრაინის დაზვერვამ მონაცემები დააზუსტა

უკრაინის დაზვერვამ დააზუსტა მონაცემები ჩეჩნეთის ლიდერისრამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, განაცხადა, რომ თვენახევარზე მეტია, ჩეჩნეთს სულ სხვა პოლიტიკოსი მართავს.

GUR-ის სპიკერი ანდრეი იუსოვი ამბობს, რომ ინფორმაცია რამზან კადიროვის სიკვდილზე არ არის დადასტურებული, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

“როგორც პუტინი, ასევე კადიროვი, ჯერ არ მომკვდარან. მაგრამ ამ უკანასკნელის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა”, – თქვა იუსოვმა.

banner
წინა სტატიაშილავროვი – რუსეთი მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა