ლიბერთი ბანკის მოქმედმა და “იმედის” ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ერთი წლის წინ, საზმაუწყებლის პოდკასტში ასე ახსნა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებული რისკები:
„ანუ შენ საბანკო ანგარიში არ გექნება. ნათია თურნავას ველაპარაკებოდი და ვუთხარი, ყველას მოუყევით-მეთქი, ირაკლი რუხაძე მოვიდა და თქვა, რომ თუ დაგასანქცირეს, დაგიხურავ საბანკო ანგარიშს. იმიტომ დაგიხურავ, რომ ბანკი აღარ იქნება. „ლიბერთი ბანკი“, როგორც კი დასანქცირებულს მოემსახურება… „ვიზა“ და „მასტერქარდთან“ მიწერია, რომ არ უნდა მოემსახურო [დასანქცირებულს], ყველა საკორესპონდენტოსთან [შუამავალი ბანკები] მიწერია კონტრაქტში, რომ არ უნდა მოემსახურო… და უცებ რომ დაიწყონ მასობრივი დასანქცირება, აქ სხვა პრობლემა გაჩნდება — საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას. ეს ძაან ცუდი იქნება.“


















