მშობლები, რომელთა შვილებიც „თანამედროვე განათლების აკადემიაში” დადიან, ამბობენ, რომ უვარგისი ხორპროდუქტები პირველად სწორედ მათ აღმოაჩინეს. მათი თქმით, პროდუქციას ვადა 23 ივლისს ჰქონდა გასული.
ირკვევა, რომ მშობლები ცნობილ კერძო სკოლაში 9600 ლარს იხდიან.
ვადაგასული პროდუქცია იქნა აღმოჩენილი მშობლების მხრიდან უშუალოდ. 23 ივლისს ქვს პროდუქციას ვადა გასული და როგორც უკვე გითხარით, ჩინური და ირანული პროდუქციაა. ამ ეტაპზე დალუქულია ქათმის ფილეები ჩინური და ირანული, ბარკლები, ნაგეთსები და მთლიანად ხორცპროდუტები, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ეს ამბავი რომ გაირკვა, მერე ძალიან ბევრმა მშობელმა დაიწყო ამაზე მოყოლა და ყველა მივხვდით, რომ მთავარი პრობლემა სახლში გაკეთებული კატლეტი კი არ არის, ბუფეტშია პრობლემა. ეს დარღვევა მთლიან ციკლშია, შემომტანიანად, ირანულ და ჩინურ ხორცზეა საუბარი, რომელსაც ივლისში გაუვიდა ვადა, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
აკადემიის ადმინისტრაცია ამბობს, რომ წინა კომპანიას ხელშეკრულება უკვე შეუწყვიტეს და ახლა ახლის ძიებაში არიან. ამბობენ, რომ მომხდარი “სამწუხაროზე მეტია”.
აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, არა მარტო ხელშეკრულების შეწვეტის, არამედ ახალი და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ხარისხის გარანტით, ვინც უზრუნველყოფს კვებას, ის მოძებნოს და გვაქვს შერჩევის ეტაპი. ძალიან სამწუხაროა ყველაფერი, რაც მოხდა. სამწუხაროზე მეტიც. არ ნიშნავს, რომ იყო კონტროლი, უბრალოდ, ახლა აღმოჩნდა. რაც შეხება ადმინისტრაციას და სკოლის დამფუძნებლებს, გადაწყეტილი ჰქონდათ ახალი კომპანიის იანვრიდან შემოყვანა, იმიტომ, რომ დიდად კმაყოფილი ხარისხით და რაციონით ჩვენ არ ვიყავით, – ამბობს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
სკოლის თანადამფუძნებელი ამტკიცებს, ყუთს სხვა თარიღი ეწერა, ხოლო შიგთავსი ვადაგასული იყო.
ეს მოხდა სპონტანურად, ერთჯერადად. ბოლო კვირას შემოსული პროდუქტია, რომელსაც ყუთზე ჰქონდა სხვა თარიღი და შიგნით იყო სხვა თარიღის პროდუქცია და მაგაზეა მთელი ამბავი. ყუთზე ეწერა 26 წელი და შგნით იყო 25 წელი. შიგნით არ შემიმოწმებია, ეს არის ჩემი შეცდომა.
კითხვაზე, რატომ შემოჰქონდათ აკადემიაში ჩინური პროდუქცია, თანადამფუძნებელს პასუხის გაცემა უჭირს.
ირანული არ არის, ჩინურია. ყუთაზე გარედან აწერია რუსეთი და შიგნით დევს ჩინური. აქ იყო იჯარით შპს, რომელსაც შემოჰქონდა ყველაფერი, რომელთანაც შეწყდა ყველანაირი ურთიერთობა, – ამბობს სკოლის თანადამფუძნებელი.
„თანამედროვე განათლების აკადემიის” კვების ობიექტში ვადაგასული ხორცპროდუქტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცცელებს.
უწყების ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. მათივე თქმით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
















