თქვენი სმარტფონის საიმედოდ დაცულობის დადგენა მოკლე სისტემური კოდების დახმარებით შეგიძლიათ. კოდებსა და მის ინსტრუქციას funtime აქვეყნებს.
1. ამ კოდის დახმარებით დაადგენთ, ჩართულია თუ არა თქვენს ტელეფონში ზარებისა და სმს-ების გადამისამართების ფუნქცია. ეკრანზე გამოჩნდება სტატუსი სხვადასხვა გადამისამართებით და ნომერი, რომელზეც ხდება მონაცემების გადატანა.
2. აკრიფეთ ეს კოდი, რათა გაიგოთ, სად ხდება თქვენი ზარების, სმს-ებისა და მონაცემების გადატანა იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს ნომერზე დარეკვა ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, ჩართული გაქვთ ხმოვანი ზარების გადამისამართება თქვენი მობილური ოპერატორის ერთ-ერთ ნომერზე (ხმოვანი ფოსტა).
3. ამ უნივერსალური კოდის დახმარებით ნებისმიერი სახის გადამისამართებას თქვენს ტელეფონში გააუქმებთ.
4. ამ კოდის დახმარებით კი შესაძლებელია, გაიგოთ IMEI (International Mobile Equipment Identifier) – მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი. იდენტიფიკატორი კოდით, დაკარგვის შემთხვევაში, ადვილად იპოვით თქვენს ტელეფონს. როგორც კი თქვენი დაკარგული ტელეფონი ჩაირთვება, ის ავტომატურად გადაეცემა ოპერატორის ქსელს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ტელეფონში სიმბარათს შეცვლიან.