როგორ განადგურდა ირანის სამი ბირთვული ობიექტი – აშშ-ის შეტევის დეტალები

“ფორდოში ბირთვული ობიექტი სრულად განადგურებულია, ბომბებმა თავიანთი საქმე გააკეთეს. თუ ირანელები არ შეჩერდებიან და მშვიდობაზე არ დათანხმდებიან, ჩვენ მათ ხელახლა დავარტყამთ”, – დონალდ ტრამპი.

“ფოქს ნიუსის” მიხედვით, ობიექტზე ამერიკულებმა GBU-57A/B ტიპის MOP ტიპის 14 ტონიანი ბუნკერგამტანი ავიაბომბები ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ბომბების დეტონაციამ 90 მ. სიღრმეში არსებული მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი აღგავა პირისაგან მიწისა.

ასევე, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებს ესროლეს 30 Tomahawk-ის რაკეტა ატომური წყალქვეშა ნავებიდან.

დონალდ ტრამპმა საკუთარ გვერდზე გადააზიარა ინფორმაცია და ეთანხმება ფაქტს, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ქირურგიული სიზუსტის დარტყმების შედეგად “ ირანში ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი უკვე აღარ არსებობს”…..

ტრამპის მოკლე განცხადების მთავარი თეზისები:
“დღეს ღამით დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ისრაელი ახლა გაცილებით უსაფრთხოდაა”.
“ეს იყო წარმოუდგენლად წარმატებული ოპერაცია. მათ აუცილებლად უნდა დადონ მშვიდობის შეთანხმება დაუყოვნებლივ — თუ ასე არ მოიქცევიან, ისევ დამარცხდებიან’’.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა B-2 Spirit-ებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბეს – აშშ ომში ჩაერთო
შემდეგი სტატიაუნიკალური კადრები, სადაც ირანის სამივე ბირთვული ობიექტის განადგურება ჩანს