(FOTO)როგორ გამოიყურება ურეკის გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი

ურეკში  მიმდინარე  საკონცერტო დარბაზი 8 000 კაცზეა გათვლილი. მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს და ხარჯები უკვე 200 მილიონ ლარს შეადგენს. არსებული ინფორმაციით, მშენებლობას ფონდი “ქართუ” აფინანსებს.

“შენობა წარმოადგენს ღია საზაფხულო საკონცერტო ამფითეატრ-დარბაზს 8000 მაყურებელზე. ნაგებობა შედგება ორი შენობისგან, რომლებიც ერთი სახურავის ქვეშაა მოქცეული და ერთი მთლიანი შენობის ეფექტს ქმნის. ერთი ნაგებობა წარმოადგენს მაყურებელთა დარბაზს, რომელიც განთავსებულია ოთხ სართულზე;

ხოლო მეორე ნაგებობა გახლავთ სასცენო შენობა, იგი შედგება 6 სართულისგან და მასში გათვალისწინებულია საგრიმიოროების, პერსონალის კაფეტერიის, ოფისების, ტექნიკური სათავსოების და დარბაზის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა სივრცეების მოწყობა. ინჟინერულ-არქიტექტურული გადაწყვეტის თვალსაზრისით, შენობა წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობას, რომლის ანალოგი ძნელად მოსაძებნია მსოფლიოში”, – წერია კომპანია “ელიტა ბურჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, საკონცერტო დარბაზი ურეკში საზეიმოდ 26 მაისს გაიხსნება.

წყარო “ALLNEWS”

 

 

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
შემდეგი სტატია“მოსკოვის მერიის ტენდერის საკითხი ჩვენთვის საინტერესო არ არის”