როგორ გამოიყურება პიროვნება, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა ინციდენტის მონაწილეებში დაასახელა

0432a1a611-images-new_photo-axali_fotos-policy-tavdamsxmeliსოციალურ ქსელში ვრცელდება ალექსანდრე ინდიაშვილის ფოტო, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა ინციდენტის მონაწილეებში დაასახელა

ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეეში ედუარდ ნუცუბიძესა და ალექსანდრე ინდიაშვილს ადანაშაულებს. ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.

ერთ-ერთ უბანში. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე, მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდიაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მას ჰქონდა სურვილი აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გორში შეინიშნება საარჩევნო პროცესში ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება. “ამ ყველაფრის თავია კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების აქტიურობას. ის აძლევდა გარანტიებს ამ ბიჭებს, რომ მათ არავინ შეეხებოდა”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიანუცუბიძეზე ჩვილ ბავშვთა სახლში უყურადღებობის გამო 3 წლამდე ბავშვი დაიღუპა