სტიქიის პირისპირ მიტოვებული ხალხი – „ტვ პირველმა“ მოიპოვა მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ სტიქიის დროს დაზარალებულებისთვის გამოყოფილი დახმარებები საჯარო მოხელეებმა, საკრებულოს დეპუტატებმა და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
ამასთან, ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი რამდენიმე ათეული მილიონი ამ დრომდე არ მისულა იმ ოჯახებთან, რომლებსაც არ ახლობლები ჰყავთ ხელისუფლებაში და არც მმართველ პარტიაში.
მაგალითად, ერთ-ერთი, რომელმაც დახმარება მიიღო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელის ოჯახია, რომლის მეუღლეც საკრებულოს წევრი იყო და ახლაც “ოცნების“ სიაშია.
ის “პირველებს“ უდასტურებს, რომ მისი სახლის სახურავი ნამდვილად გადახურეს, თუმცა, ამტკიცებს, რომ 3 წელი რიგში იდგა, რათა მისთვის დახმარება აღმოეჩინათ.
წინა ფასადი ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ გადახურეს. აბსოლუტურად ყველაფერი დაგვიზიანა თოვლმა, წინა მხრეც ჩაინგრა და უკანაც, – ამბობს ის.
კიდევ ერთი, ვინც დახმარება მიიღო, ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელის ჟანა ჩხიკვიშვილის ოჯახია, რომელიც მეუღლეც „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია. როგორც ირკვევა, მან მშობლების სახელზე რეგისტრირებული სახლის დასახურად მიიღო ფულადი კომპენსაცია.
ჩხიკვიშვილის დედამთილი ამბობს, რომ მისი რძალი “იაქც ცხოვრობს და აქაც[მეუღლის სახლში]“.
დაკეტილია, მაგრამ აღებენ, მიდიან, მოდიან, რა ვიცი. კომპენსაციაზე არაფერი ვიცი, დაუკავშირდით მას,- უთხრა „პირველებს“ მან.
რაც შეეხება ჩხიკვიშვილის კომენტარს, მან კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გათიშა.
სად გაქრა და ვის ჯიბეში წავიდა უსახლკაროდ დარჩენილი ხალხისთვის განკუთვნილი მილიონები? – მას შემდეგ რაც “ტვ პირველმა“ მტკიცებულებები გაასაჯაროვა, სამთავრობო შენობები პრაქტიკულად პარალიზებული გახდა. დაცვა გააძლიერეს, რათა ჟურნალისტს კითხვები არ დაესვა.



















