როგორ გაათრიეს მეუფე პეტრე სინოდიდან- “თაიმერის” ექსკლუზივი

 

რა მოხდა რალურად  სინოდზე 31 ოქტომბერს -ერთ-ერთი მღვდელმთავრის მიერ გადმოცემული ისტორია

 

სინოდი დაიწყო თუ არა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მიმართა პატრიარქს, სადაც ის უხსნიდა უწმინდეს მას არ სძულს ეკლესიის პირველ იერარქი, შენდობას თხოვდა მას თუ მისი რომელიმე გამონათქვამით გული ატკინა. ამ დროს ის გამოვიდა შუა ნაწილში და მუხლიაც კი მოუყარა “საძმოს”, მან მოუწოდა ყველას, მათ შორის პატრიარქს, მისთვის მოესმინა.

ამ დროს რუსული საეკლესიო ფრთის ერთგვარმა დამაარსებელმა და რუსული გადახრის ეპისკოპატის “ნათლიამ”, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ ყოვლად დამამცირებლად და აგრესიულად შეურაცყოფა მიაყენა ჭყონდიდის მიტროპოლიტს და მან ერთგვარად არ მიიღო და არ სცნო მეუფე პეტრეს შენდობა.

მეუფე პეტრეს ამ დროს წამოესია მიტროპოლიტი სერგის იდეოლოგიის მიმდევრები მიტროპოლიტი  ანდრია გვაზავა, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ისინი ცდილობდნენ ფიზიკურად გაეგდოთ მიტროპოლიტი პეტრე სინოდიდან, ამ დროს კათალიკოსი დაინტერესდა, თუ რა უნდა წაეკითხა მას და თქვა წაეკითხა.

დაიწყო რა მეუფე პეტრემ რუის-ურბნისის კრების განჩინების ერთი კონკრეტული თავის წაკითხვა, რომელიც ეხებოდა სოდომიის თემას, ამ დროს ჩვენი მშვიდი “გაწონასწორებული” მოსაყდრე წამოხტა სავარძლიდან, რომელმაც ერთგვარი ნიშანიც კი მისცა ისევ ზემოთ ჩამოთვლილ ეპისკოპატს. ამ დროს კვლავ შფოთი წამოიწყეს, ღრიალით, გაწევ-გამოწევით, ანაქსიოსის ძახილით.

განსაკუთრებით აქტიურობდა ახალქალაქის მიტროპოლიტი, ხსენებული შფოთის ჟამს სინოდის თავჯდომარემ პეტრე განაყენა, რის დროსაც იკითხა თუ ვინ იყო წინააღმდეგი. მღვდელმთავართ უმრავლესობა დადუმდა, რადგან ამას არავინ ელოდა, ნეკრესელი კი სრულიად განკვეთას ითხოვდა. ეს სპექტაკლი კი დიდი ალბათობით ჯვრის მონასტერში მომზადდა, მეუფის დარბაზიდან გაყვანისას მას ფიზიკურად შეეხო იაკობ ბოდბელი “მონანული”და სამღვდელმთავრო პანაღია ჩამოგლჯა. იაკობ ბოდბელი ხელითაც შეეხო. ეს იყო წმ სინოდი, ასე “იმეფა” სულიწმინდის მადლმა 31 ოქტომბრის საბედისწერო დღეს.

ეს იყო ერთ-ერთი მღვდელმთავრის მიერ გადმოცემული ისტორია, რომელიც ” თაიმერმა” უცვლელად შემოგთავაზათ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ არ გაიზირა მეუფე პეტრეს თხოვნა ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მისი განწესების შესახებ
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი-ჯერ სად ხართ ?!