როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება

ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც, მობილურ ტელეფონში არსებული ციფრული საფულის საშუალებით მომენტალური გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის – საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათების კომფორტულობა პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ ისე უსაფრთხო პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული გადახდის შესაძლებლობა მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, სანამ მისი გამოყენებისას უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის წესებს დავიცავთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყურადღება არასოდეს უნდა მოვადუნოთ.

ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

1. არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას;

2. არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო;

3. ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემაც;

4. ნურავის გაუზიარებთ ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს, ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია;

5. ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.

წყარო: ედუფინი

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი რვა თვის ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაზალკალიანი – პარტიებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გაიმართება