როგორ დავამარცხოთ „ჭორვილელი უფლისწული“ – პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარის გეგმა და ინიციატივა

რაში დასჭირდა რეჟიმს, 26 ოქტომბერს მიტაცებული არჩევნების შემდეგ, 28 ნოემბერს საქართველოს ევროინტეგრაციაზე უარის თქმა? ამის სრული და სიღრმისეული ანალიზი აქამდე არ გაკეთებულა!
გასაგებია, რომ ივანიშვილის რეჟიმი რუსული სატელიტური პროექტია, მაგრამ რატომ გააკეთებინა ოლიგარქმა ხელისბიჭ კობახიძეს მიტაცებული არჩევნებიდან 1 თვეში ასეთი მძიმე პოლიტიკური განცხადება?
უმეტესობა ვთანხმდებით, რომ ჭორვილელი “უფლისწული” შემთხვევით და დაუგეგმავად არაფერს აკეთებს და ყველაფერს კრემლს უთანხმებს.
ბიძინა ივანიშვილს 12 წელი არ აწყობდა და არც ახლა აწყობს საქართველოში რეალური სამოქალაქო შერიგება და ერთობა, პირიქით, მისი პოლიტიკა აგებულია “დაყავი და იბატონე”-ს პრინციპზე, სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირებაზე და სხვის დემონიზაციაზე – მტრის ხატის შექმნაზე. მას არც 2012 წლამდე და არც მომდევნო წლებში საზოგადოების, მოქალაქეების გაერთიანება და რიგ საკითხებში კონსენსუსი არაფერში სჭირდებოდა და სჭირდება.
ივანიშვილს, რეალურად გასამართლებული წინა ხელისუფლებაც არ სჭირდება, თუ გაქრა “ბუა”, გაქრება “კოლექტიური ნაცობა”… ხომ არ იყო 28 ნოემბრის განცხადება იგივე დანიშნულების? თუ გაქრება “გლობალური ომის პარტია”, ვის დააბრალებს რეჟიმი ქვეყნის შიგნით არსებულ მძიმე გამოწვევებს და პრობლემებს?
მსხვილ ოპოზიციურ, ე.წ. ბარიერგადალახულ პარტიებს პოლიტიკური ბერკეტები მწირი აქვთ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოება არ იღებს მათ საპროტესტო ტალღის სამართავად.
არადა…. აუცილებელია კრიზისიდან გამოსვლის დამატებითი პოლიტიკური გზების ძიება!
ამ ეტაპზე სამოქალაქო პროტესტის კოორდინაცია, სახალხო მოძრაობა ჭრილში, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მრავალფეროვნება ასეთი მენეჯმენტის კრიტიკულად აუცილებელია!
სამოქალაქო წინააღმდეგობა ჭეშმარიტად სახალხო უნდა იქცეს, მოიცვას ქვეყნის ყველა მოქალაქე, სოფელი, დაბა, ქალაქი…
სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობამ უნდა შეიძინოს საყოველთაოობა და მას უნდა ჰყავდეს ახალი თაობის ლიდერები.
საწყის ეტაპზე, ასეთი სახალხო მოძრაობა ზეპარტიული უნდა იყოს, თუმცა აერთიანებდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელსაც. ეს მნიშვნელოვანია.
ახალი აქტიური სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზმის ჩამოყალიბება – განვითარების შემდეგი ფაზაა – ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირება.
სწორედ ასეთი ახალი პოლიტიკური ელიტა, ახალი ლიდერები, შეძლებენ სამოქალაქო წინააღმდეგობის პოლიტიკური ინსტრუმენტებით გაგრძელებას, კრიზისის და სისტემის პოლიტიკურ დამარცხებას.

ახალი პოლიტიკური ელიტა (ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია) შეძლებს ახალი არჩევნების ღირსეულად ჩატარებას, მოქალაქეებამდე პოლიტიკური გზავნილის მართებულად მიწოდებას და არჩევნების გზით სისტემის დამარცხებას.
მხოლოდ ასეთ ახალ პოლიტიკურ ელიტას, მრავალფეროვან პოლიტიკურ ჯგუფებს, ხელეწიფება გარდამავალი პერიოდის მთავრობის ფორმირება, ისე, რომ რესპუბლიკის გაჯანსაღების პროცესი და საქართველოს ევროატლანტიკური გზაზე წინსვლა შეუქცევადი გახდეს!
დღეს, როგორც არასდროს, კრიტიკულია ინდივიდი ლიდერების, პროფესიული თუ აქტიური სამოქალაქო ნიშნით, გაერთიანება სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობაში, ასეთი მოძრაობის ხელმძღვანელობა – პასუხიმგებლობის აღება და პროტესტის კოორდინაცია.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ივანოვ-ჩიქოვანზე: ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური – მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, კვლევების ჩასატარებლად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან