13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

როგორ დაიგეგმა და განხორციელდა უნიკალური ოპერაცია “პაუკ”(აბლაბუდა) – დეტალები

ოპერაცია „აბლაბუდა“ თავდაპირველად დაგეგმილი იყო 9 მაისისთვის, თუმცა სატვირთო მანქანების რუსი მძღოლები, რომლიდანაც დრონები უნდა გაშვებულიყო, აღდგომაზე დათვრნენ. ამის გამო სპეცოპერაცია ერთი თვით გადაიდო.
▪️ სპეციალური ოპერაციისთვის СБУ-მ ჩელიაბინსკში შექმნა ყალბი ლოჯისტიკური კომპანია, იქირავა ოფისი და საწყობები ადგილობრივი ФСБ-ს განყოფილებასთან ახლოს.

ოპერაციის უცნობი დეტალები:
▪️ ის, ვინც სატვირთო მანქანებიდან დრონების გასაშვებად საჭირო „სახლები“ ააგო, არ იცოდა, რისთვის აკეთებდა ამას, რათა ოპერაციის საიდუმლოება დაცული ყოფილიყო;
▪️ გამოყენებული იყო უნიკალური, განსხვავებული კონსტრუქციის FPV დრონები, რომლებსაც ჰქონდათ სპეციალური საკომუნიკაციო სისტემა და საბრძოლო მუხტი;
▪️ პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივად იყო კავშირზე;
▪️ შექმნილი იყო სრულიად ავტონომიური, ბატარეებით აღჭურვილი „სანადირო ქოხები“, რომლებიც უწყვეტად ამარაგებდნენ დრონებს ელექტროენერგიით, რადგან ოპერაცია
შეიძლებოდა ცივ სეზონშიც ჩატარებულიყო;
▪️ დასახელება „აბლაბუდა“ ოპერაციას მისი დაგეგმვის ეტაპზე დაერქვა, როდესაც СБУ-ს ხელმძღვანელმა და მისმა კოლეგამ ბლოკნოტზე მტრის აეროდრომებთან ლოჯისტიკური კავშირების სქემა დახატეს.
✅ აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში რუსეთის საჰაერო ძალებმა დაკარგეს 20 ერთეული TU-95Ms-ისა და TU-22M3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელთაგან 11 სრულად განადგურდა.

banner
წინა სტატიაშიერთი წინადადებაც არ მომისმენია გარანტიად, რომ ხვალ ახალი ომი არ დაიწყება – ზელენსკი
შემდეგი სტატიათურქ კოლეგებთან ერთად დავაკავეთ ინტერპოლით ძებნილი 12 თურქეთის მოქალაქე – შსს