16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

როგორ დაასუბსიდირებს სახელმწიფო სარწყავ წყალს

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის  ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.50 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102 ლარს. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ – ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349,6458, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში  – 306,03 ლარით.

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის მიხედვით გადაიხდის.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა რწყვის ჯერადობაზე და აღნიშნა, რომ ერთი მორწყვის ოპერაცია  15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება საჭიროებისამებრ, მრავალჯერ შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა
შემდეგი სტატიაკურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს