29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

როგორ დაარღვია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილის უფლებები — უფლებადამცველები ექვსი მუხლის დარღვევაზე საუბრობენ

როგორ დაარღვია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილის უფლებები — დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ვრცელი დოკუმენტი უკვე გაეროს გადაეგზავნა.

ტვ პირველის ინფოორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის მიმართ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ექვსი მუხლი დაარღვია.

გაეროს თვითნებური დაკავებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიზანია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა. ახლა საერთაშორისო ორგანიზაციამ თამარ მეარაყიშვილის საქმე უნდა განიხილოს და, ავტორების მოთხოვნით, პასუხისმგებელი პირების საკითხიც დააყენოს.

უკვე ხუთი თვეა, რაც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან იძულებით გააძევეს. ამჟამად ის თბილისში, მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მშობლიური სახლიდან გამოძევებული აქტივისტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერა დღემდე არ მიუღია. მისი საქმე კი, უფლებადამცველების შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მაგალითად რჩება.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს.
შემდეგი სტატიასომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58.97% შეადგინა