საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებს, დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი “პატრიოტიზმის დემონსტრირებად” და “დასავლეთის წინაშე თავის მართლებად” აფასებს. ამის შესახებ მან Gazeta.Ru-სთან ისაუბრა.
“არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის. როგორ დააბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და აღიარებულნი არიან, ნამდვილად არ მესმის. მაქვს შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, კიდევ ერთხელ გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში,” – თქვა ზატულინმა.
პოლიტიკოსის აზრით, აქ დიდ როლს თამაშობს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელმაც საქართველოში პროტესტი გამოიწვია.
“ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში გაძლიერდა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. საქართელოს ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ რეალურად, რუსეთის გავლენის ქვეშ არ არიან, რომ მათი მიზნები რუსეთის ინტერესებთან შესაბამისობაშ არ მოდის. ამით პრემიერი თავს იმართლებს ოპოზიციასთან და დასავლეთთან, “- ამბობს ზატულინი.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად შევა.