14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“  – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – ,,ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება. შემდეგი სესია 28 მაისს, 20:00 საათზე, ,,ლოლიტაში’’ გაიმართება და ის აგრობიზნესის თემატიკას დაეთმობა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეული სპიკერები: ,,ტელაგრის“ დამფუძნებელი – ირაკლი ჩიქავა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე და ,,აგროქიზიყის“ დამფუძნებელი – ბექა გონაშვილი, დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წამოვიწყოთ აგრობიზნესი, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ გზაზე და სად უნდა მოვიძიოთ რესურსები აგროსაქმიანობის დასაწყებად.

28 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების და გამოწვევების წარმოჩენა და მათ საპასუხოდ, ბაზრის მოთამაშეების განსხვავებული ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებაა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 

 

banner
წინა სტატიაშიMyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიაკერძო ბაღის აღმზრდელს მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა