როგორ „ავერბოვკებს“ უშიშროება ემიგრანტებს – სკანდალური წერილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2017 23:51

როგორ „ავერბოვკებს“ უშიშროება ემიგრანტებს – სკანდალური წერილი

საქართველოში ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ვიდეო, სატელეფონო თუ სოციალური ქსელის თვალთვალზე. თვალთვალის სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ «უხსოვარი» დროიდან იღებს სათავეს და სამწუხაროდ, ისე ღრმად აქვს ფესვი გადგმული, რომ ხელისუფლებათა თუ თაობათა ცვლამ მას ვერაფერი დააკლო. მეტიც, მას ახალი სახეები, მასშტაბები შესძინა და კიდევ უფრო გაამყარა.
ადამიანთა დასმენა ხელისუფლებისთვის ყოველთვის მომგებიანია, დამმსმენლები, თავისთავად, კარგი გასამრჯელოს, ან თანამდებობების ფასად აგროვებდნენ და გადასცემდნენ ინფორმაციებს.
დასმენილები კი, ხშირად საქართველოდან გასაქცევ გზას ეძებდნენ.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოდან გაქცევაც ვერავის ეხმარება – სადაც უნდა წახვიდეთ, ვერსად დაემალებით ქართულ ემიგრაციაში მომრავლებულ ე.წ. „ინფორმატორებს“. ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში წლებია, იმყოფებიან, ხშირად ოჯეხაბით, ერთი შეხედვით, პატრიოტი ქართველების იმიჯს იქმნიან, რომლებიც სამშობლოს სადღეგრძელოებს თავისთავად განსხვავებული სასმისით მიირთმევენ და თან ჩვენს ხელისუფლებას კარგ საქმესაც უქებენ. სწორედ ეს ადამიანები მეტისმეტად ახლოვდენიან მათ ქალაქებში მცხოვრებ სხვა ქართველ ემიგრანტებთან, შედიან მათთან მჭიდრო კავშირში, იმყარებენ, კარგი ქართველის, იუმორით აღსავსე, ენერგიული ადამიანის სახელს, რომელიც მუდამ მზადაა კარგ ქართულ საერთო სუფრას ჩაუდგეს სათავეში და ამგვარად, გადიან ყველა ემიგრანტზე.
ასეთი ადამიანები ხშირად ქმნიან ქართულ ასოციაციებს, ორგანიზაციებს და უდგებიან სათავეში ვითომ კარგი ქართული საქმის კეთების ეგიდით. თუ ამას თავად ვერ ახერხებენ, რადგან ენის ბარიერი აქვთ, ან განათლება არ ჰყოფნით, არც ეგაა პრობლემა: სხვებს ამუშავებენ და თავად მხოლოდ „უფროსები“, „თავი კაცები“, ან რაც გნებათ, უწოდეთ, არიან. ასეთი ადამიანები იღებენ ფოტოებს გამოჩენილ ქართველებთან, ათავსებენ საკუთარ სოციალურ ქსელებში. ისინი, ასევე დადიან ყველა ქართულ ნაციონალურ დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, ხშირად სტუმრობენ ქართულ ეკლესიას, ატარებენ ქართულ სამოსს და მოუწოდოებენ ემიგრანტებს შვილების ქართულად აღზრდას. ერთი სიტყვით, მსგავსი ადამიანები აკვირდებიან, შიფრავენ და აგროვებენ თითოეულ ქართველ ემიგრანტზე ინფორმაციას. მასზე, ვინც ასე თუ ისე, საფრთხეს ქმნის, საერთო შეკრებებზე ანტისახელისუფლებო, ანტირუსული სიტყვით გამოდის ან, თუნდაც, საკუთარ სოციალურ ქსელში ამგვარი „სტატუსებით“ აქტიურობს, თავისთავად, ყველა სახის ინფორმაცია მიდის იქ, სადაც საჭიროა.
ადამიანი-ინფორმატორები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ინფორმატორობაში გარკვეულ ხელფასსაც იღებენ და ამას ხანდახან არც მალავენ, პირიქით, ერთგვარი სიამაყით აცხადებენ და ამით საკუთარი თავის მიმართ სხვებში „მოწიწებასაც“ქმნიან. ასეთი ადამიანები ასმენენ მათ, ვინც სხვაგვარად აზროვნებენ და უფო მეტიც, ვისაც არ ეშინია ამ სხვაგვარად აზროვნების გამოხატვის, ვინც ბედავს და დღევანდელ ხელისუფლებას საჯაროდ აკრიტიკებს, ან ბედავს და წინა ხელისუფლებას იცავს, ასევე, საჯაროდ.
ასეთი ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას მათზე, ვინც საფრთხეს ქმნიან, რომ შემთხვევით მეტისმეტი განათლება არ მიიღონ და ე მანდ ხვალ, საქართველოს ხელისუფლება არ შეცვალონ, ვინ იცის, ეშმაკს არ სძინავსო, ნათქვამია.
ასეთი ადამიანები მსოფლიოს ქართულ ემიგრაციაში საკმაოდ მრავლად არიან. აბა, გადახედეთ, ემიგრანტებო, თქვნს გარშემო და სულ ერთი წუთით დაფიქრდით, არავინ გახსენდებათ?
რეზო ჭანკოტაძე სპეციალურად “თაიმერისთვის”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2017 23:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics