15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

როგორ არღვევს მეუფე შიო მართვა-გამგეობის დებულებას-თელოგი ზვიად ცაბაძე განმარტებას აკეთებს

“1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით ეპისკოპოსი ვალდებულია თავის ეპარქიას ყურადღება მიაქციოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯულის კანონის მიხედვით ექვემდებარება მთელ რიგ საეკლესიო სასჯელებს.

როგორც მოგეხსენებათ, შიო ასევე არის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი. ის არასდროს, არც ერთხელ არ არის თავის ეპარქიაში ნამყოფი, რაც უკვე დიდი კანონიკური დარღვევაა.

თუ დებულებას ასაკის და განათლების საკითხზე ზედმიწევნით იცავთ, ასევე უნდა დაიცვათ მუხლები ეპისკოპოსთა ვალდებულებების შესახებ.
ხსენებულ საკითხზე არსებობს ჩემი 2021 წლის კანონიკური საჩივარი შიოს წინააღმდეგ. ის პატრიარქი კი არა, სჯულის კანონის და ჩვენი დებულების დარღვევის გამო საეკლესიო სასჯელს ემსახურება.

საინტერესოა, რას იტყვის ამ საკითხზე ანდრია პითაგორა?,-წერს თეოლგი ზვიად ცაბაძე.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პატრიარქის კარნახით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევის მეორე დღეს დაწერილ წერილს
შემდეგი სტატიადეკანოზი თამაზ ლომიძე: ეკლესიის მოქმედი მიტროპოლიტებისთვის საღვთისმეტყველო განათლების დიპლომის არქონის ან ასაკის გამო პატრიარქის არჩევნებში არდაშვება არის სრული აბსურდი