თუქრულმა მედიამ 24 ნოემბერს თურქეთის საზღვრის დარღვევის გამო ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის СУ-24-ს პილოტების მიმართ თურქი მოიერიშეების პილოტების მიერ 5 წუთის მანძილზე, ყოველ 30 წამში, ათჯერ განმეორებული გაფრთხილების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს…
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი გაფრთხილება თურქმა პილოტებმა 26 მილით დაშორებულ რუს პილოტებს გაუგზავნეს და საზღვრამდე 10 კილომეტრის სიშორებამდე უმეორებდნენ… გაფრთხილების შინაარსი ასეთი იყო ,,გელაპრაკებათ თურქეთის საჰაერო ძალების მორიგე ეკიპაჟი… თქვენ თურქეთის საჰაერო საზღვარს უახლოვდებით… სასწრაფოდ შეცვალეთ კურსი სამხრეთის მიმართულებით,, აცხადებდნენ რადიომიმართვაში თურქი F-16-ს პილოტები ინგლისურად, რაზეც არანაირი პასუხი და არც რეაქცია რუსული ბომბდამშენიდან არ მიუღიათ, აცხადებს თურქული მედია.
თურქი პილოტების გამაფრთხილებებლი რადიო მიმართვის მოსმენის ფაქტი, თურქეთის საჰაერო სივრცეში მყოფმა სამოქალაქო ავიაციის ჰოლანდიელმა პილოტმაც დაადასტურა, აცხადევს თუქრული სააგენტო.
როგორც თუქრული მედია აცხადებს, ეს ჩანაწერები უკვე პენტაგონის წარმომადგენლებმაც განიხილეს.
www.timer.ge
/იხილეთ ვიდეო/