როგორ აფასებს მოსახლეობა უკრაინაში მიმდინარე ომზე ლიდერების საპასუხო ქმედებებს – NDI-ის გამოკითხვა

ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე ომზე ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ქვეყნის ლიდერების საპასუხო ქმედებას? გამოკითხული პირების პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

🔴 63% დადებითად აფასებს

🔴 18% უარყოფითად

🔴 18% ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

🔴 46% დადებითად აფასებს

🔴 37% უარყოფითად

🔴 15% ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსულ აგრესიას ელის – NDI
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ 22%, „ნაციონალური მოძრაობა“ 7% – NDI-ის გამოკითხვა