კერძო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ფაქტი განათლების მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ტრიბუნიდან აღიარა. მისი თქმით, რამდენი სტუდენტი და რომელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ამას მთავრობა განსაზღვრავს და არა საგანმანათლებლო დაწესებულებები. იგივე ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელი პროგრამები იქნება პრიორიტეტული.
განათლების სისტემის სპეციალისტებისთვის ეს ცვლილებები „ისტორიული რეფორმის“ ნაცვლად საბჭოთა წარსულში დაბრუნებად აღიქმება. ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილება კერძო უნივერსიტეტებისთვის დრამატულ შედეგებს მოიტანს, თუმცა „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს.
დღეს, ყველა ის პირი, ვინც რეფორმას სისტემის ნგრევად აფასებს, ივანიშვილის პარტიის ჩინოვნიკმა „უწიგნურებად“ გამოაცხადა.

















