33.2 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

როგორ ამინდს ელოდებიან აგვისტოში სინოპტიკოსები შავი ზღვის სანაპიროზე

“3 აგვისტოდან ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატებაა მოსალოდნელი”, – ამის შესახებ შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელ ამინდზე საუბრისას „პალიტრავიდეოს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 1-2 აგვისტოს ჩათვლით, უმეტესად ღრუბლიანი ამინდები შენარჩუნდება.

„სანაპირო რაიონებში თვის ბოლომდე და 1-2 აგვისტოს შესაძლებელია, ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი. ამ ღრუბლიანობიდან გამომდინარე, მცირე, ხანმოკლე წვიმა, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ დამსვენებლებს ხელი შეუშალოს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ამ დღეებში სანაპირო რაიონებში, აჭარის ტერიტორიასა და ბათუმში, მაღალი იყო. დაახლოებით, 27-29 გრადუსი. ფოთსა და მის მიმდებარედ, გურიის საკურორტო ზონებში – 1-2 გრადუსით ნაკლები.

ამ ტერიტორიაზე ასეთ ტემპერატურას ვინარჩუნებთ 1-2 აგვისტოს ჩათვლით, 3 აგვისტოდან კი მოსალოდნელია ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატება.

არ გამოვრიცხავთ, რომ 3-4 აგვისტოს უფრო მეტად უნალექო ამინდი იყოს. 5-6-7 აგვისტოს ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის (28-30 გრადუსი შენარჩუნდება), თუმცა ვინარჩუნებთ ხანმოკლე ხასიათის წვიმას ელჭექით“.

banner
წინა სტატიაშიმადიარი – უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური 44 წლის განმავლობაში პირველად მუშაობას აჩერებს
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა ნიკოლაევში სკოლა დაბომბეს — დაზიანებულია შენობა და ავტომობილები