როგორ ახერხებთ გაუღიმოთ ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს“ – უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართა კითხვით, როგორც ახერხებს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდეს.

დეპუტატმა თეა წულუკიანს კითხვა დაუსვა პარლამენტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის სამინისტროს მუშაობის ანგარიშს განიხილავენ. დეპუტატი ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტები იუსტიციის მინისტრს უსაფუძველოდ ესხმიან თავს.

„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის მხრიდან გახშირებულ კრიტიკასა და უსაფუძვლო თავდასხმებს თქვენს მიმართ და გკითხოთ, როგორ ახერხებთ მათთან ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ და გაუღიმოთ ისედაც შოკში მყოფ, წინა რიგებში მსხდომ ჩვენს ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებულები ზაალ ლატარია და კიდევ სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაველოდებით, რომ წელს ან გაისად, სტრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რაც ასევე გამოგვადგება ჰააგაში