5 აგვისტოს გაირკვევა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გარდამავალ 6 თვიან პერიოდში – შესაძლო გვარებზე ამ ეტაპზე ენმ-ში არ საუბრობენ.
“ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად კანდიდატებზე საუბარი არ მიდის, გამომდინარე იქიდან რომ ამ გარადამავალ ეტაპზე აღმასრულებელი ფუნქციების მატარებელი იქნება კონკრეტული დროებითი მმართველი ორგანო. ამ ორგანოში ყველა ის საჯარო სახე, რომელსაც ხედავთ განიხილება შესაძლო კანდიდატად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თავმჯდომარეზე საუბარი ჯერ ნამდვილად არ მიდის. პოლიტსაბჭოს შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები კანდიდატებზე დტოებითი მმართველი ორგანოსი, ამიტომ პოლიტსაბჭოს წევრების განსასაზღვრია, ვინ იქნება მმართველობით ორგანოში დროებით და შემდგომ შეიძლება, საუბარი იქიდან ვინ შეიძლება იყოს დროებით ამ ფუნქციის შემსრულებელი.
რაც შეეხება გარადამავალი პერიოდის შემდგომ თავმჯდომარეს, ეს უკვე სხვა საკითხია. თავმჯდომარე არჩევნებით იქნება არჩეული და იქ წინასწარ გვეცოდინება კანდიდატურები”- აღნიშნა “პირველებთან” ირაკლი ფავლენიშვილმა.















