როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს

  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა 28 ივნისს მიიღო, სწორედ ამ კანონპროექტშია განსაზღვრული თამარ ჟვანიას შემცვლელის არჩევის პროცედურა.

ცვლილებების მიხედვით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც არასამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტდება, ისინი პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენენ.

კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს.

დეპუტატების ხმების 2/3 საჭიროა იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით დამტკიცდეს, იმ შემთხვევაში კი თუ ასე არ მოხდა, მას 6 თვის ვადით აირჩევენ.

ცესკოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ეყოლება, მათგან ერთი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან. ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი ოპოზიციური პარტიების მხრიდან იქნება არჩეული, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს.

თამარ ჟვანიას გადადგომის გამო პრეზიდენტმა განკარგულება არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: მნიშვნელოვანია თანამდებობაზე “ახალი თამარ ჟვანია”
შემდეგი სტატიაოხანაშვილი ჟვანიას გადადგომაზე: ეს არის თამარ ჟვანიას არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ