როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს – “მამიდა” წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

როენა ხუცურაული, მეტსახელად მამიდა, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ხუცურაული, სამართალდამცველებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გუშინ აიყვანეს.

“მამიდასთან” ერთად, დაკავებულია კიდევ ორი ქალბატონი – სასტუმრო “მამიდას” მოიჯარე, მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი. სამივე მათგანს გამოძიება, პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება. ბრალს დაკავებულებს ოფიციალურად ხვალ დილით წაუყენებენ.

ბრალდებულებთან შესახვედრად, ცოტა ხნის წინ, მათი უფლებადამცველი მივიდა. ადვოკატი ამბობს, რომ როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს.

„ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა, დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ თითქოს პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე,რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე , სასტუმროს სახით, ეს კონსტიტუციური უფლებაა, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა,“-ამბობს ადვოკატი არჩილ დავითაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდაცვის პოლიციის მანქანა, რომელსაც თანხა გადაჰქონდა ავარიაში მოხვდა
შემდეგი სტატია“მამიდას” დაკავებამდე სასტუმროებში რეიდები ჩატარდა – გამოკითხულია 270-მდე ქალბატონი