როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სალომე დოლიძემ როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ბანაკი კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს – ,,მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება