“როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, ამ შავი “ჯიპებიდან” როდის გადმოსხდებით?”

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის მოიქცევა მთავრობა, ისე როგორც ღარიბი ქვეყნის მთავრობას შეშვენის და შემოიჭერს ქამრებს. ამასთანავე პარტია “მოქალაქეების” ლიდერი დაინტერესდა გაუზრდის თუ არა საქართველოს მთავრობა ომის ვეტერანებს ანაზღაურებას:

“ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს. მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის შემოიჭერს ქამრებს, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ელემენტარული, ამ შავი “ჯიპებიდან” როდის გადმოსხდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის და იცხოვრებს ისე, როგორც რიგითი მოქალაქეები ცხოვრობენ,

თავდაცვის მინისტრი იყავით და იცით ეს ამბავი, იცით, როგორი დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებმაც როცა სამშობლოს დასჭირდა, წავიდნენ და საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოს. 22 ლარად “ვუფასებთ” ჩვენ ამ გარჯას და ძალისხმევას. აპირებთ თუ არა, რომ გაიზარდოს 100 ლარამდე, ესეც სამარცხვინოა, მაგრამ რომ გაიზარდოს. ვეტერანთა სამსახურს აქვს დაანგარიშებული, 37 მილიონი უნდა. აპირებთ თუ არა, რომ ეს შეცვალოთ?!” – მიმართა ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

banner
წინა სტატიაში“რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, 129 მილიონი ლარი რომ მოეპარა”
შემდეგი სტატიაბუჩუკური პრემიერს: როდის წარმოადგენს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას