როდის მოიხსნება შეზღუდვები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე – ციხელაშვილის თქმით, საკითხი კომისიის ფარგლებში განიხილება

როდის მოიხსნება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე შეზღუდვები სრულად ამ დრომდე უცნობია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩიხში არ შევა და მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგებით დასრულდება.

“საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მართლაც არ არის ისეთი თემები, რომლის მოგვარება არ შეიძლება მოლაპარაკებით, რა თქმა უნდა, კეთილმეზობლობით და დიალოგის რეჟიმში. მით უფრო ამისთვის ჩვენ გვაქვს ფორმატი, გარდა უმაღლესი დონის შეხვედრის, რომელიც გაიმართა და ვფიქრობ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული. ჩვენ გვაქვს კომისია და ამ კომისიის ფარგლებში განიხილება,” – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?
შემდეგი სტატიაილია მეორე-უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას