როდის მოიხსნება “კომენდანტის საათი” – ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელეს. შესაბამისად ხვალ გახდება ცნობილი მოიხსნება ან შემცირდება თუ არა გადაადგილების შეზღუდვა.

ჟურნალისტის კითხვაზე – როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი გამყრელიძე ასე პასუხობს:

“საკოორდინაციო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე. დიდი ალბათობით ხვალ იქნება საბჭო, მერე პრესკონფერენცია და ამ კითხვას ხვალ გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს
შემდეგი სტატიარიგის პარკის და მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაცია