როდის იქნება შესაძლებელი დაკავებული დეკანოზის დაკითხვის გაგრძელება, ჯერ ისევ უცნობია

news
ავტ.: news მარტი 6, 2017 09:37

როდის იქნება შესაძლებელი დაკავებული დეკანოზის დაკითხვის გაგრძელება, ჯერ ისევ უცნობია

დაკავებულ დეკანოზს, მამა გიორგი მამალაძეს დღეს ადვოკატები შეხვდებიან. დაცვის მხარე კვლავ ვერ აკონკრეტებს, როდის იქნება შესაძლებელი ბრალდებულის დაკითხვის გაგრძელება.

მათი ინფორმაციით, გიორგი მამალაძე ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

დეკანოზის დაკავებიდან უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, თუმცა საზოგადოებისთვის ციანიდის წარმომავლობასთან ერთად, დღემდე ბოლომდე გაურკვეველია რა არის მომხდარის ოფიციალური ვერსია.

news
ავტ.: news მარტი 6, 2017 09:37