როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები საქმეზე სასამართლო სხდომის გამართვას უახლოეს 24 საათში ელოდებიან.

თუმცა, როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რადგანაც ნიკა მელის ამჟამად არასაპატიმრო ღონისძიება აქვს, სასამართლო პროცესის გამართვა შესაძლოა, დროში შეზღუდული არ იყოს. კანონმდებლობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ცვლილების მიზნით შუამდგომლობით მიმართავს, სასამართლო ვალდებულია, სხდომა 24 საათში დანიშნოს. თუმცა, აღნიშნული კანონი მკაცრად მოქმედებს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირი არის დაკავებული. რადგან ნიკა მელია დაკავებული არ არის და მისი საქმის განხილვა არსებით ეტაპზეა, სასამართლოს შეუძლია, სხდომა 24-საათიან ვადაში არ ჩანიშნოს. ადვოკატების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის შეტანიდან ვადა 24 საათია, როდესაც პირი არ არის დაკავებული, ეს ვადა შესაძლოა, დაირღვეს.

ამასთან, პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა, დღეს ან ხვალ დაინიშნოს. არასაპატიმრო ღონისძიების დროს კანონით განსაზღვრული ზუსტი ვადა არ არის, თუმცა პროკურორი აცხადებს, რომ შუამდგომლობის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში სხდომა დაინიშნება. მიხეილ სადრაძის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 10%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა