როდის გაიგებს ბრძენი ერი, რომ ერთი ძალის, ერთი პარტიის, ერთი კაცის ხელში ჭარბი ძალაუფლება არ შეიძლება

ცოტნე გამსახურდია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“სასამართლო – მისია, აღმასრულებელი ხელისუფლება – მისი, პარლამენტში – საკონსტიტუციო უმრავლესობა, რეგიონული ხელისუფლება – ძირითადად მისი, მედიასივრცე – მისი და მისი მოკავშირეების, ეროვნული ბანკი – რა თქმა უნდა. ასეთი მიშასაც არ დასიზმრებია, არა?

მოკლედ, მალე წავალთ კიდევ ერთ წრეზე… 🙁 აწი ნახეთ თქვენ კინოები…

როდის გაიგებს ბრძენი ერი, რომ ერთი ძალის, ერთი პარტიის, ერთი კაცის ხელში ჭარბი ძალაუფლება არ შეიძლება, თუგინდ ეს ერთი – პეტრე მოციქული იყოს?! როდის გაიგებს ჯოგი, რომ რაც უფრო დაყოფილი და დაბალანსებულია ხელისუფლების ძალა, მით ნაკლებად ძალუძს მას ჩვეულებრივი მოქალაქის გაჭყლეტვა, ძალის ბოროტად გამოყენება?!

ვინც არ მეთანხმება, შეარგოს დღევანდელი გაზულუქებული ჩინოსნები ორასიათასიანი ხელფას-დანამატებით. მოვა მალე დრო, სული გხდებოდეთ და მიკროფონის მომშვერი არ გყავდეთ… მერამდენე თაობა უნდა შეეწიროს ამ სიბრიყვეს…?”, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

 

banner
წინა სტატიაში(Video) ,,დღეს თითქოს მოიგო ქიბარ ხალვაშმა, ზეგ ვისი იქნება დაახლოებით ვხვდებით” – ჯანგირაშვილი
შემდეგი სტატიახალვაში: დავით დვალი რ2-ის დირექტორობის პირველი კანდიდატია