როდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი – ჭიჭინაძემ პრემიერს მიმართა და ფიქტიური უწოდა

„პარლამენტმა რეგლამენტით, წუთ-ნახევრით განსაზღვრა ის სტატუსი, რაც ჩვენს პრემიერ-მინისტრს გააჩნია“- ეს განცხადება, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. მან მთავრობის მეთაურს მიმართა და მას ნომინალური ფიგურა უწოდა.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა თქვა, რომ მას მამუკა ბახტაძესთან ერთადერთი კითხვა აქვს – როდის დატოვებს ის თანამდებობას.

„პარლამენტმა რეგლამენტით, წუთ-ნახევრით განსაზღვრა ის სტატუსი, რაც ჩვენს პრემიერ-მინისტრს გააჩნია. მე უბრალოდ მინდა ვკითხო რიტორიკულად – როდის დატოვებს თანამდებობას. დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი. მე ვფიქრობ, რომ რასაც დღეს, ეს ადამიანი აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა, ამ პარლამენტშიც ფიქტიურად მოდის, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის და პრინციპში დღეს ქვეყანას ეტყობა, რომ არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი,“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი მხრიდან დღის წესრიგში დგას ეკონომიკის მინისტრის გადაყენება – გოგიჩაიშვილმა პრემიერისთვის კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიამე აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ, “კროსია” თუ რა არის? – ირმა ინაშვილი პრემიერს ურჩევს დღის წესრიგს გადახედოს