ირაკლი კობახიძე ებრძვის მათ, ვისაც ერთ დროს თავადაც წარმოადგენდა. წლების წინ ჯერ ამერიკული USAID-ის კოორდინატორი და შემდეგ გაეროს ექსპერტი ამბობს, რომ “საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას არასდროს უარსებია” და ეს ორგანიზაციები რეალურად “უცხო გავლენის გამტარები იყვნენ”. კობახიძის განცხადებები აჩვენებს, რომ მესამე სექტორთან ბრძოლა თურმე გაცილებით ადრე ჩაუფიქრებია. 2022 წლამდე, როცა “ოცნებამ” მესამე სექტორის წინააRმდეგ რუსული კანონი მიიღო და ღია ომი გამოაცხადა.
არადა არქივი კობახიძის იმ განცხადებებსაც ინახავს, სადაც სამოქალაქო საზოგადოებიდან პოლიტიკაში ახლად შემოსული მესამე სექტორს აქებს და მათთან თანამშრომლობა უნდა.
ჩნდება კითხვა – როდის იყო ოცნების ლიდერი გულწრფელი – არასამთავრობო ორგანიზაციების ქების დროს თუ დღეს, როცა ამბობს, რომ მას ამ დროს კრიტიკა შეზღუდული ჰქონდა.
















