როდის დაასანქცირებენ ივანიშვილს – რა უთხრეს პრეზიდენტს?

ამერიკელი და ევროპელი ლიდერებთან პირისპირ გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს დარცა განცდა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე არავინ დაასანქცირებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სანქციების პაკეტი წინასაარჩევნოდ არ იქნება.

“ამერიკის მიდგომა ძალიან ნათელია და ეს დოკუმენტებშიც წერია, აგრძელებთ ასე, მიიღებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც უკვე დაწყებულია, სანქციებს, რომლებიც მზადდება, ამას დრო უნდა, რადგან იყოს დასაბუთებული, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ. ესეც ნათქვამი აქვთ, რომ ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ არავინ თქვას, რაიმე ფორმით არჩევნებში ვერევითო. ეს ითქვა ყველა მხრიდან – ამერიკელებისგან და ამერიკისგან არის ძალიან დიდი სიფრთხილე”- აცხადებს ზურაბიშვილი.

ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, “არჩევნებამდე ივანიშვილს არ დავასანქცირებთ, ასეთი იყო პოზიცია?” – ზურაბიშვილი ამბობს: “ამ შეხვედრებიდან მე ეს განცდა დამრჩა”.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალს დაესწრო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა “მეგობარი აქტი” ახსენა და თქვა, რომ დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ განცხადებები, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ხელისფლება შეიცვლაბა და მათთან “დავალაგებთ” ტყუილი და “რუსული თემაა”