როდის და როგორ დაიწყო „ოცნებამ“ ალასანიას კადრების გადაბირება

img_20160208_122211რა მსგავსებაა თეა წულუკიანსა და ნინო ბურჯანაძეს შორის

 

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და რის შესახებაც პოლიტიკურ კულუარებში დიდი ხანია, ლაპარაკობენ, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებში ჩახედულ ადამიანებ არ უკვირთ, რომ ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თანამშრომლობა „ოცნებასთან“ დაიწყონ.

სხვთა შორის, ამ მოსალოდნელი თანშრომლობის შესახებ „თაიმერს“ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულში მიაწოდეს. მაშინ ჩვენმა ინფორმატორმა ასეთი რამ გვითხრა:

„ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მაჟორიტარობის კანდიდატებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა, „ოცნებამ“ კონტაქტის დამყარება ვიქტორ დოლიძესთან სცადა, რომელსაც დაახლოებით, ასეთი სქემა შესთავაზა: დოლიძე კენჭს „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით, როგორც მჟორიტარობის კანდიდატი, თბილისის რომელიმე რაიონში იყრიდა, სადაც „ოცნება“ კონკურენტს არ დაუყენებდა და ხელს ყველანაირად შეუწყობდა, რომ არჩევნები მოეგო. ეს, დაახლოებით, ისეთი სცენარი იყო, როგორი სცენარიც მთაწმინდაზე გათამაშდა, სადაც „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს კონკურენტი არ ჩაუსვა.

ზუსტად არ ვიცი, დოლიძისა და „ოცნების“ მოლაპარაკება მაშინ რატომ არ შედგა, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ ფარული თანამშრომლების შესახებ საქმის კურსში ირაკლი ალსანია ჩააყენეს, თუმცა „ალასამ“ თანაგუნდელის მოსალოდნელი „გადაბირება“ არ დაიჯერა, მაგრამ ახლა ყველაფერი სახეზეა.“

„თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ ღალატი, როგორც ასეთი, „თავისუფალ დემოკრატებში“ ყოველთვის შეინიშნებოდა და ამის მაგალითად თეა წულუკიანის შემთხვევას ასახელებს.

„ყველამ ვიცით, რომ წულუკიანი ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ალასანიამ შემოიყვანა – ეს გოგო, რომელსაც საქართველოში არავინ იცნობდა, სტრასბურგიდან თბილისში ჩამოვიდა თუ არა, ალასანიამ თავის მოადგილდე დანიშნა, მაგრამ ვნახეთ, წულუკიანმა ალასანიას მადლობა როგორ გადაუხადა – რამდენიმე წლის წინ, როცა ალასანიამ და მთელმა მისმა გუნდმა აღმასრულებელი ხელისფლება დატოვა, წულუკიანი, იზორიასთან ერთად, მთავრობაში დარჩა.

ისე, მაშინ, როგორც მე ვიცი, წულუკიანი ფიქრობდა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ რამდენჯერმე „შუშის სასახლიდან“ დაურეკეს და, პრინციპში, სთხოვეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო.

წულუკიანის მთავრობაში დარჩენა ალასანიასთვის, ალბათ, მტკივნეული იყო და შეიძლება, კიდეც ინანა, რომ ამ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში გზა გაუკვალა, მაგრამ ასეთი რაღაცები ჩვენი რეალობისთვის უცხო ნამდვილად არ არის. გავიხსენოთ თუნდაც აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის ურთიერთობა: დიახ, ჟვანია რომ არა, ბურჯანაძე პარლამენტის თავამჯდომარე ვერ გახდებოდა, მაგრამ როგორც მე ვიცი, ერთ-ერთი პირველი, ვინც ჟვანიას „ვარდების რევოლუციის“ მერე გადაუდგა, ზუსტად ბურჯანაძე იყო,“ – იხსენებს ძველ ამბებს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

რაც შეეხება სხვა ყოფილ „თავისუფალ დემოკარტებს“, რომლებმაც პრტია ვიქტორ დოლიძესთან ერთად დატოვეს, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პირადად მისთვის, ყოველთვის კითხვის ნიშნებს აჩენდა, თუ რა უნდოდა ალასანიას გვერდით, ვთქვათ, გია ცაგარეიშვილს, რომელმაც აქტიური პოლიტკური მოღვაწეობა „მრეწველებში“ დაიწყო, 2007 წლის შემოდგომაზე კი, მას შემდეგ, რაც აპარტია ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნა, მისი თანაგუნდელი გახდა, ოქრუაშვილის დაჭერა კი ისე განიცადა, რომ „იმედის“ ღია ეთერში სულ ცხარე ცრემლებით იტირა.

სხვათა შორის, ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ ალასანიას ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ „ცაგარა“ საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნა.

„ალასანია, ამით ალბათ, შეეცადა, რომ პარტიაში არსებული მყიფე სიტუაცია რაღაცნაირად დაებალანსებინა, მაგრამ ცაგარეიშვილის შტაბის უფროსობა არ შეიძლებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრ არჩევნებში მიმიღია მონაწლეობა, მაგრამ საარჩევნო პროცესი, ასე თუ ისე, ვიცი, რაც არის და 8 ოქტომბერს „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარ საარჩევნო შტაბში, როგორც მითხრეს, უჩვეულო სიმშვიდე ყოფილა, რაც პირადად მე, ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც აქვე, ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძეზე საუბარი არ უნდა, რადგან ამ პიროვნებასათან მიმართებაში კითხვები ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა.

სხვათა შორის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ოცნებამ“ აბაშიძეს აფხაზეთის მთავრობაში დაბრუნება შესთავაზა, თუმცა თავად აბაშიძე ამ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმაც შეიძლება, მიიღოს, მაგრამ „თამერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რაც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, ჩიქოვანი ბიზნესში აპირებს წასვლას.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მოკლეს
შემდეგი სტატიასოსო პავლიაშვილი: ყარაბახი მე არ წამირთმევია აზერბაიჯანისთვის და ვერც დავუბრუნებ