21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

როდის ჩატარდება 2026 წლის ეროვნული გამოცდები? – სრული განრიგი

ExamSoft-Settlement

2026 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი ცნო­ბი­ლია. რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 2 ივ­ლისს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყე­ბა და 22 ივ­ლისს ფი­ზი­კის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა 2026 წლის გა­მოც­დე­ბის დე­ტა­ლუ­რი გან­რიგს, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და 2 ივ­ლის­სა (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) და3 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) გა­ი­მარ­თე­ბა. ოსუ­რი ენის გა­მოც­და კი 2 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია) იქ­ნე­ბა;

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურს ენას გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი ასე­თია: 6 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა; 7 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა; 8 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – რუ­სუ­ლი ენა; 8 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – გერ­მა­ნუ­ლი ენა; 8 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ფრან­გუ­ლი ენა;

მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 10 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) ექ­ნე­ბათ; ის­ტო­რი­ის 13 ივ­ლის­სა (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) და14 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია);

ქი­მი­ის გა­მოც­და 14 ივ­ლისს (მე­ო­რე სე­სია) იქ­ნე­ბა; სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 15 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია); ბი­ო­ლო­გი­ის 16 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია); ზო­გა­დი უნა­რე­ბის (სომ­ხურ ენა­ზე) 17 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია); ზო­გა­დი უნა­რე­ბი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე) 17 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია); სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის 17 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია); გე­ოგ­რა­ფი­ის 20 ივ­ლისს (მე­ო­რე სე­სია); ლი­ტე­რა­ტუ­რის 21 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია); ფი­ზი­კის 22 ივ­ლისს (პირ­ვე­ლი სე­სია).

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბის სა­გა­მოც­დო პრო­ცესს, NAEC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­და­გო­გე­ბი პრო­ცეს­ში 5 ივ­ლი­სი­დან ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

ამას­თან, 17 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი, ხოლო მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დას 23 და 24 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

“გა­მოც­დის თა­რი­ღი, გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის დრო და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მი­სა­მარ­თი მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო ბა­რათ­ზე. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დი­დან შეძ­ლე­ბენ გა­მო­საც­დე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სა­რე­გის­ტრა­ციო გვერ­დი­დან ბა­რა­თე­ბის ამო­ბეჭდ­ვას, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. 2026 წელს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნე­ბა თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, გორ­ში, ოზურ­გეთ­ში, რუს­თავ­ში, თე­ლავ­ში, ხუ­ლო­სა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კიევო-პეჩორის ლავრის მთავარი ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დაბომბა და დააზიანა
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა