როდის ჩაიკეტება სამების ტაძარი პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მისული მოქალაქეებისთვის? – აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლზმა.
“ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დილის 6-7 საათმადე ექნებათ (ხალხს შესვლი უფლება) იმიტომ, რომ მერე აუცილებლად უნდა დაიკეტოს. მერე გზაც გადაიკეტება და ტაძარიც დაიკეტება, იმიტომ, რომ უნდა მოვემზადოთ წირვის ჩასატარებლად. 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
















