როდის ჩაერთვებიან 18 წლამდე მოქალაქეები ვაქცინაციაში – ტიკარაძის განცხადება

ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა.

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – მელიას გასათავისუფლებლად ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა
შემდეგი სტატიაზბიგნევ რაუ – საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში