როდის არ არის კოვიდინფიცირებული პირი გადამდები ?

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 3 000 საწოლია მობილიზებული და ყველა პაციენტი კვალიფიციურ სამედიცინო დამხარებას იღებს.

მისივე თქმით, კორონავირუსის ასეული შემთხვევები არ ნიშნავს, რომ მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ინფექციის კონტროლიდან გამოსვლა იზომება არა შემთხვევების რაოდენობით, არამედ მართვის უნარით, რაც წარმატებით ხორციელდება.

„მე ვამბობდი ამას იმ პერიოდის მონაცემებით, რადგან მაშინ სულ რამდენიმე ათეული ავადმყოფი იყო და მობილიზებული იყო სულ 400 საწოლი, მეტი არ იყო საჭირო. 400 საწოლი ფაქტობრივად ნახევრად ცარიელი იყო. უსიმპტომოებსაც ყველას ჰქონდა ფუფუნება, ზოგი რომ შენიშვნას გვაძლევს, რატომ აწვენდით უსიმპტომოებსო, იმიტომ ვაწვენდით, როიმ სულ ცოტა მათი იზოლაცია ხდებოდა და ისინი არ ავრცელებდნენ ინფექციას.

მაშინ საწოლების სიჭარბე იყო, ნახევრად დატვირთული იყო საწოლები და იმის ფუფუნებაც გვქონდა, უსიმპტომოებიც კი დაგვეწვინა. ახლა, როცა შემთხვევების მატებაა, თანაც თვალსაჩინო – ერთი ათეული გადაიზარდა რამდენიმე ათეულად, შემდეგ ასზე მეტი, შემდეგ რამდენიმე ასეული და ბოლო ორი დღე ფიქსირდება 500-სა და 600-ს შორის, რამდენადაც ვიცი, 3 000 საწოლია რეალურად მობილიზებული. ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს დღეში 600 ან 572, 548 ავადმყოფი, ეს ნიშნავს, რომ სადავეები გაგვექცა ხელიდან და კონტროლს აღარ ექვემდებარება? არა, არავითარ შემთხვევაში და რატომ.

სადავეების ხელიდან გაქცევა და ინფექციის კონტროლიდან გამოსვლა იზომება არა შემთხვევების რაოდენობით, არამედ ამ შემთხვევების მართვის უნარით. აბა, ჰკითხეთ, აქ ბრძანდებიან წამყვანი კლინიცისტები, ან გაიარეთ ქუჩაში და ნახეთ თბილისში, ქუთაისში, თუ რომელიმე ავადმყოფი დარჩა ტესტირების ან ექიმის კონსულტაციის გარეშე, ან ვისაც სჭირდებოდა, საავადმყოფოს გარეშე. ასეთი მე არ მეგულება. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ქუთაისში, სადაც კოვიდცენტრების მენეჯერებს და მედიკოსებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა