როდის აიცრა მეგი ბაქრაძე?! – საქმის ახალი დეტალები

“ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის ისტორია, შესაძლოა, იმდენად მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს არამარტო საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის, არამედ, მთლიანად, ბრიტანული კომპანიისთვის, რომ მისმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს თავად გამოიძიონ, რა მოხდა აქ – სპეციალისტების ჯგუფი ოქსფორდიდან თბილისში ჩამოვა და თვითონ გამოიკვლევს საეჭვო ფაქტებს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გასარკვევია ერთი გადამწყვეტი დეტალი: ზუსტად რომელ საათზე აცრეს მეგი ბაქრაძე. ამაზეა დამოკიდებული იმის დადგენა, თუ ზუსტად რამდენ ხანში განუვითარდა მას შოკი, რამდენი დრო ჰქონდათ ექიმებს მის დასახმარებლად და რამდენ ხანში მივიდა მასთან რეანიმატოლოგი. აღმოჩნდა, რომ ფორმა ასში მითითებული დრო, დღის პირველი ნახევარი, არასწორია. თან აცდენა ერთი-ორი წუთი კი არ არის, არამედ, თითქმის, მთელი ოცი წუთი!

ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიებისთვის ისეთი მნიშნველოვანი დოკუმენტი, როგორიც ფორმა ასია, ან დაუდევრად და უზუსტობებით არის შედგენილი; ან შეგნებულად არის გაყალბებული – ორივე შემთხვევაში ეს უარყოფითად მეტყველებს მის შემდგენელზე ან, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: COVID-ზე ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება