როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული იყო ჩვენი მხრიდან ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრძოლა არ დაგვისრულებია, ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა, ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას. როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება, მაშინვე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაუგებარი განცხადებები ტესტირებაზე, იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიადევნილ მოსახლეობას საჩუქრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ გადასცა