8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

როდის აღდგება მოძრაობა გომბორის გზაზე- ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონიძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს“,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიკოსი: საქართველოს შესახებ დისკუსია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მომავალ კვირას გაიმართება
შემდეგი სტატია“პაპუაშვილმა და კალუგინმა თქვეს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ინტერესებში არ შედის”- სამადაშვილი