21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

როდის აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლენტეხი–ლასდილის გზაზე – გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა,_ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.
 “სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა ხვალ, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო.
ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

 სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელებისთვის დაწესებულ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
შემდეგი სტატიავეშაპებისა და დათვების მაგალითი უკრაინის ომის გასამართლებლად – პუტინის ახალი განცხადება