როდიდან და სად მოგვიწევს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება?

region
: region მარტი 9, 2019 13:26

როდიდან და სად მოგვიწევს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება?

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გეგმაშია გაწერილია სხვადასხვა აქტივებები, რომელთა განხორციელებაც შესაბამის უწყებებს, გეგმით განსაზღვრულ ვადებში ევალებათ. მათ შორის, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში საუბარია, მართვის მოწმობის რეალურ მოძრაობაში გადატანის საკითხზეც.

გეგმის თანახმად, გამოცდის რეალურ მოძრაობაში გატანის საკითხი მიმდინარე წლის 1-ელ – მე-3 კვარტალში უნდა გადაწყდეს. ამასთან, დოკუმენტში გაწერილია, მუნიციპალიტეტები თუ სად ჩატარდება აღნიშნული გამოცდა. ეს ადგილებია: რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. საპროგნოზო ბიუჯეტი კი 1 600 000 ლარია.

შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეებს, პრაქტიკული გამოცდის ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე, ხოლო შემდეგ ქუჩებში – რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.

region
: region მარტი 9, 2019 13:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics