6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვა 1 აპრილიდან ამოქმედდება.
“ეს ცვლილება პირველი აპრილიდან შედის ძალაში. თუმცა, მათ, ვინც ასეთ მანქანას პირველ აპრილამდე შეიძენს და ასევე, საზღვარგარეთიდან მათი ტრანსპორტირება პირველ აპრილამდე დაიწყება, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე, ეს ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან მანქანებს და იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია და რეგისტრირებულია”,_ თქვა შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფმა ალექსანდრე დარახველიძემ.
















