როდესაც ვიცით, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები კიდევ 60 მილიონით იზრდება და აქ ხალხს უგდებ 100 ლარს, ეს ზუსტად ასახავს ქართული ოცნების ბუნებას – ნადირაშვილი

news
ავტ.: news დეკემბერი 3, 2020 13:30

როდესაც ვიცით, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები კიდევ 60 მილიონით იზრდება და აქ ხალხს უგდებ 100 ლარს, ეს ზუსტად ასახავს ქართული ოცნების ბუნებას – ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ამ დახმარების გარეშე დარჩება მრავალი ადამიანი, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები და ვერ დაადასტურებენ, რომ სამსახური დაკარგეს.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ზდის თავის ბიუროკრატიულ ხარჯს, მოქალაქეებისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადაგდება კარგად აჩვენებს ქართული ოცნების ბუნებას.
„ვერ მოხერხდება ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ კოვიდ პანდემიის გამო დარჩა უმუშევარი და პირველ რიგში მხედველობაში მყავს თვითდასაქმებულები, ისინი, ვინც არ იყვენენ გაფორმებული, მაგრამ ჰქონდათ სამსახური.
ამ დახმარების მიღმა აღმოჩნდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ მათ სამსახური დაკარგეს და ისინი ვერ აიღებენ ამ თანხას.
ასევე საგულისხმოა, რომ ისინი, ვინც ამ თანხას მიიღებენ, არავისთვის საკმარისი ცხადია, ეს 300 ლარიანი დახმარება არ იქნება, რადგან ეროვნული ვალუტის კურსი ყოველდღიურად უფასურდება, პროდუქტებზე ფასები იზრდება და ეს 300 ლარი, რაც თვეში 100 ლარია, მხოლოდ ალბათ პურის საყიდლად იქნება საკმარისი და სხვა არაფრისთვის.
როდესაც ჩვენ ვიცით, რომ კოვიდ პანდემიას ქართული ოცნება, მისი ჩინოვნიკები იყენებენ პირადი გამდიდრების მიზნით, როცა ტენდერების გარეშე ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს, წინა დღეს დაფუძნებულ კომპანიებზე ეძლევათ ძალიან დიდი თანხები, როდესაც ვიცით, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები კიდევ 60 მილიონით იზრდება და აქ ხალხს უგდებ 100 ლარს, ეს ზუსტად ასახავს ქართული ოცნების ბუნებას, როდესაც ზრუნავენ საკუტარ თავზე და არა თავის მოქალაქეებზე.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

news
ავტ.: news დეკემბერი 3, 2020 13:30