როდესაც წერილში საუბარია მძიმე დარღვევებზე, ჩვენი მოვალეობაა მასზე რეაგირება ძალიან სწრაფად მოვახდინოთ

ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე მაქვს პასუხი და დეტალურად წარმოვადგენ სტატისტიკას, თუ რამდენი სკოლის შემოწმება ხდება წლების მიხედვით, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„როდესაც წერილში საუბარია მძიმე დარღვევებზე, ჩვენი მოვალეობაა მასზე რეაგირება ძალიან სწრაფად მოვახდინოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენს ბავშვებს ეხება“, – განაცხადა მინისტრმა დეპუტატთა კითხვების საპასუხოდ, რომელის თქმით, სრულ ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე ქრონოლოგიურად წარადგენს.

„მზად ვარ კომიტეტზე წარმოგიდგინოთ მთლიანი ანგარიში და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო რა დროც არ უნდა დასჭირდეს. მე ვარ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი და ყველა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს, დაწყებული შემოწმებით, დამთავრებული რეფორმით, მე ვარ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი.

ჩვენი მოვალეობაა დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას უსწრაფი რეაგირება გვქონდეს. არანაირი არჩევნების თარიღებს არ ეხება სამეურვეო საბჭოს განხილვის თარიღები. სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების თუ სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას. წესით, პარლამენტი თავად უნდა სთხოვდეს სამინისტროს, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშსს-მ გურიაში ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და გამოძალვის ფაქტი გახსნა