როდესაც საკითხი ეხება რელიგიურ აღმსარებლობას, ეს არის ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ ეს განახორციელოს – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
წერეთლის თქმით, როდესაც საკითხი რელიგიურ აღმსარებლობას ეხება, ყოველი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ეს განახორციელოს.
წერეთელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვადლებულია ეს უფლება დაიცვას სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით, ხოლო სოფელ ბუკნარში განვითარებული ქმედებები ხელისუფლების პოლიტიკის სისუსტეზე მეტყველებს.
„როდესაც საკითხი ეხება რელიგიურ აღმსარებლობას, აქ არის ერთი, ნათელი ყველასთვის, ეს არის კონსტიტუციური უფლება ყველა ადამიანის, ყველა ჯგუფის, რომ ეს უფლება განახორციელოს. სახელმწიფომ ეს უნდა დაიცვას, შესაბამისად, როდესაც ხდება ასეთი ინციდენტები, აქაც არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, ეს სახელმწიფოს აქვს, ესენია კანონი, სააგენტო, ბევრი სხვა რამ, ადგილობრივი ხელისუფლება, მოლაპარაკებები და აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე, როდესაც ეს ასე ხდება, ეს არის პოლიტიკის სისუსტე და შესაბამისად, ეს ინსტრუმენტები უნდა ამოქმედდეს და არასოდეს უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ პოლიტიკური ელემენტები გაურიონ და გამოწვეული იყოს ის მღელვარება, რომელიც აბსოლიტურად არ არის საჭირო, რელიგიური თანაცხოვრება, კონფესიათაშორისი ურთიერთობები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მახასითებელია და ეს ამგვარად უნდა დარჩეს.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა
შემდეგი სტატიალიეტუვის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას – მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს